ქართული

Posted on

მათემატიკური და სტატისტიკურანალიტიკური მომსახურება ბიზნესსა და ეკონომიკაში

 

)   იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს  კონკურენტუნარიანი და წარმატებული, აუცილებელია     

      ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. ამისთვის კი საჭიროა  რისკების შეფასება,

      სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი და პროგნოზი.

 

             რამდენიმე მაგალითი პროგნოზთან და რისკების შეფასებასთან დაკავშირებით:

  1. კომპანიის ხელმძღვანელს შეიძლება აინტერესებდეს, როგორი ურთიერთკავშირია კომპანიის მიერ გაღებულ რეკლამის ხარჯებსა და გაყიდვებს შორის ანუ პროგნოზი იმისა, თუ რა ხარჯი უნდა გაიღოს ხელმძღვანელმა რეკლამისთვის, რომ სასურველი კონკრეტული თანხის შემოსავალი მიიღოს. ამასთან გაყიდვებთან კავშირში შესაძლოა იყოს დამატებით სხვა ფაქტორებიც და ზემოქმედებდნენ მასზე, მაგალითად ფასები და .. მათი ურთიერთკავშირების დადგენა ხდება მათემატიკური პარამეტრების დადგენით და  მოდელების შექმნით.

 

  1. სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელი შეიძლება დაინტერესდეს მოთხოვნის შესახებ კონკრეტულ მედიკამენტზე სხვადასხვა ფასების პირობებში. ასევე მეწარმე, სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელი, ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელი და .. შეიძლება დაინტერესდნენ მოთხოვნის შესახებ კონკრეტულ პროდუქტზე სხვადასხვა ფასების პირობებში. ამ შემთხვევებში ხდება მოთხოვნის მათემატიკურ ფუნქციათა შედგენა და მოთხოვნის პროგნოზირება.

 

  1. კომპანიის ხელმძღვანელს შესაძლოა აინტერესებდეს მისი კომპანიის აქციის, წინა პერიოდების, ფასებიდან გამომდინარე, რამდენი პროცენტია ალბათობა იმისა, რომ აქციის ფასი იქნება რაღაც კონკრეტულ თანხაზე მეტი ან ნაკლები, ან რაღაც კონკრეტული თანხების ფარგლებში და ..

 

  1. ბანკის მიერ ახალი პროდუქტის შექმნის შემთხვევაში, ბანკის ხელმძღვანელს შეიძლება აინტერესებდეს, მომხმარებელთა რომელ კონკრეტულ ჯგუფს უნდა შესთავაზოს ახალი პროდუქტი თუ გაყიდვების წარმატების კონკრეტულ პროცენტულ გარანტიას ითხოვს ბანკის ხელმძღვანელი, ან რომელ კონკრეტულ ჯგუფზე უნდა გასცეს გარკვეული კრედიტი და ..

 

  1. ბანკის ხელმძღვანელს შეიძლება აინტერესებდეს, იდენტურია თუ არა ბანკის ფილიალების დეპოზიტის ანგარიშები ერთმანეთთან ან წინა პერიოდებთან მიმართებაში და სხვ.

 

  1. ბანკის ხელმძღვანელს შეიძლება აინტერესებდეს, კარგი საკრედიტო მონაცემების მქონე კლიენტის მიერ მისი დეპოზიტის განახლებიდან და გადახდებიდან გამომდინარე, რამდენი პროცენტია ალბათობა იმისა, რომ კლიენტის საკრედიტო დავალიანება იქნება რაღაც კონკრეტულ თანხაზე მეტი ან ნაკლები, კონკრეტული თანხების ფარგლებში და სხვ.

 

n-1.    სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელს შესაძლოა, აინტერესებდეს გაყიდვების ტრენდის          

           პროგნოზი, სეზონურობის განსაზღვრით ან რამდენი იქნება პროცენტი იმისა, რომ     

          ობიექტში შესულ კლიენტთა გარკვეული რაოდენობიდან მხოლოდ კლიენტების

           კონკრეტული  რაოდენობა განახორციელებს შესყიდვას და სხვ.

n.      ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელს შეიძლება აინტერესებდეს ალბათობა, დროის გარკვეულ მონაკვეთში,

         ბენზინგასამართ სადგურში შემოსული მანქანების კონკრეტული რაოდენობის და სხვ.

 

 

)          იმისათვის, რომ საწარმო იყოს მაქსიმალურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი,  

              მნიშვნელოვანია ხარჯების და მოგების ანალიზი, პროგნოზი, მოგების

              მაქსიმიზაციისთვის საჭირო წარმოების დონის დადგენა, ოპტიმირება, ხარჯების  

              მინიმიზაცია.

 

)        ეკონომიკურპოლიტიკური გადაწყვეტილებები და ცვლილებები  განაპირობებენ სხვა                 

            მასთან დაკავშირებულ  ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებებს, რომელთა

            ანალიზი და პროგნოზი მნიშვნელოვანია ოპტიმალური ეკონომიკურიპოლიტიკური       

            გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

დ)       ხშირად ეკონომიკაში კონკრეტულ ეკონომიკურ მოვლენას აქვს ერთდროულად ორი        

            ურთიერთსაპირისპირო ეფექტი შედეგზე, შესაბამისად ორი ურთიერთსაპირისპირო  

            შედეგი. თუ რომელი საბოლოო შედეგი დადგება კონკრეტული ეკონომიკური მოვლენის

            შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეფექტია უფრო ძლიერი. ეფექტის

            სიძლიერის დადგენა, და შესაბამისად სწორი ხარისხობრივი ანალიზის გაკეთება ასეთ

           შემთხვევაში, შეუძლებელია რაოდენობრივი ანალიზის გარეშე.

 

)         ხშირად  ბიზნესსა და ეკონომიკაში გასაანალიზებელია ეკონომიკური პროცესების

           დინამიური განვითარება. დასადგენია სიდიდეები დროის სხვადასხვა პერიოდებში,

           წონასწორობის წერტილები, უახლოვდება თუ განეშორება პროცესები აღნიშნულ

           წერტილებს და არის თუ არა განვითარება დინამიურად სტაბილური.

 

 

გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

  1. სტატისტიკურ მონაცემთა ცხრილური და გრაფიკული პრეზენტაცია
  2. სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი
  3. რისკების შეფასება
  4. ექსპერიმენტული ანალიზი
  5. მათემატიკურ მოდელების, ფუნქციათა შექმნა, პროგნოზი
  6. დინამიური ანალიზი და პროგნოზი
  7. ხარისხის კონტროლი სტატისტიკური მეთოდებით
  8. გადაწყვეტილებათა ანალიზი
  9. სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი მარკენტინგული კვლევებისთვის
  10. მათემატიკური პროგრამირება, ოპტიმირების პრობლემების გადაჭრა
  11. ხარჯების, მოგების მათემატიკურ ფუნქციათა შექმნა
  12. მოგების მაქსიმირება, როგორც სრულ კონკურენტულ ასევე მონოპოლურ ბაზრის პირობებში. ფასების, პროდუქციის მოცულობის ოპტიმირება. ხარჯების მინიმირება.
  13. დინამიურ ეკონომიკური მათემატიკური მოდელების შექმნა, დინამიური სტაბილურობის ანალიზი და პროგნოზი.
  14. მიკრო-, მაკროეკონომიკული რაოდენობრივი ანალიზი და პროგნოზი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *